დაგვიკავშირდით

კომპანიის შესახებ

კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.2022 წლიდან კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება(idsecurity), შეიცვალა მენეჯმენტი. დღეის მდგომარეობით კომპანია უსაფრთხოების სფეროში გთავაზობთ თანამედროვე ხედვებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას.

კომპლექსური მომსახურება უსაფრთხოების სფეროში

01
  • ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
  • სიგნალიზაცია
  • საგანგაშო ღილაკი
  • დაშვებისა და აღრიცხვის სისტემები
02
  • უსაფრთხოების კონცეფცია
  • შრომითი უსაფრთხოება
  • ვიდეომონიტორინგი
  • დისტანციური დაცვა
03
  • ცოცხალი ძალა
  • პირადი დაცვა
  • ღონისძიებიების უსაფრთხოება
  • ტვირთის გაცილება

პარტნიორები

სერვისები

სერვისები

პირველად ქართულ ბაზარზე გთავაზობთ ინდივიდუალური უსაფრთხოების კონცეფციის შექმნას თქვენი ბიზნესისთვის

ცოცხალი ძალა

ფიზიკური უსაფრთხოების მოწყობისას ჩვენი სპეციალისტები ახორციელებენ სპეციალობებისა და ობიექტების მოწყვლადობის ანალიზს. განისაზღვრება ფაქტორები, რომლებიც საფრთხეს უქმნის პერსონალს. ფიზიკური უსაფრთხოების პროექტი კოორდინირებულია მომხმარებელთან.

სიგნალიზაცია

სიგნალიზაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის კლასიკური და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ჩვენ ვახორციელებთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სიგნალიზაციების სისტემების ინსტალაციას, შემდგომ მომსახურებასა და მონიტორინგს. სერვისი ერთნაირად მოსახერხებელი და საიმედოა როგორც კერძო ბინისათვის, ისე ოფისისა, თუ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ობიექტებისათვის.

ვიდეომონიტორინგი

ეს მომსახურება არის ეფექტური და დაბალბიუჯეტური,ჩვენი ოპერატორები 24/7 ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დახმარებით აკონტროლებენ თქვენს დასაცავ ობიექტს.ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აგზავნიან ოპერატიულ ჯგუფს,აგრეთვე დაუყოვნებლივ გაწვდიან ინფორმაციას შექმნილი სიტუაციის შესახებ.

დაშვებისა და აღრიცხვის სისტემები

ეს არის დაცული ობიექტის ტერიტორიაზე თანამშრომლების, სტუმრებისა და ტრანსპორტის გადაადგილების კონტროლი, ასევე პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვა და პირის იდენტიფიკაცია.

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები

ჩვენ ვატარებთ ობიექტის შემოწმებას, ვამუშავებთ სახანძრო უსაფრთხოების კონცეფციას. ჩვენი სპეციალისტები კანონის შესაბამისად დაამონტაჟებენ სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს, აგრეთვე დაგეხმარებიან შესაბამისი სწავლებებისა და ხანძარსაწინააღმდეგო დოკუმენტაციის ჩატარება-დანერგვაში.

კონსულტაცია

ჩვენ შევიმუშავებთ უსაფრთხოების კომპლექსურ კონცეფციას, რომელიც შეიცავს ანალიზსს და კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც მორგებული იქნება უშუალოდ თქვენს საქმიანობაზე.

განგაშის ღილაკი

ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი საშუალება. საგანგაშო ღილაკის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერის საფრთხის დადგომისას, ნებისმიერ დროს. თქვენ შეგიძლიათ, დააჭიროთ ხელი ღილაკს, როდესაც შეამჩნევთ საფრთხეს. ღილაკიდან მომენტალურად გაიგზავნება სიგნალი სწრაფი რეაგირების ჯგუფთან. სპეციალური რეაგირების ჯგუფები პარტულირებენ 24 საათის განმავლობაში ყოველდღე, რაც მინიმუმამდე ამცირებს სიგნალის გაშვებიდან ობიექტამდე მისვლის დროს.

პირადი დაცვა

უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნივერსალური სერვისია ცოცხალი ძალა. მომსახურება გულისხმობს ნებისმიერი ობიექტისა თუ ღონისძიების აღჭურვას დაცვის თანამშრომლებით. ჩვენი დაცვის წევრები ფლობენ შესაბამის მომზადებას, ცოდნასა და გამოცდილებას, რათა უზრუნველყონ თქვენი ობიექტის სიმშვიდე და უსაფრთხოება. ცოცხალი ძალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტებზე: სურსათის მაღაზიებში, ქსელურ სუპერმარკეტებში, ტანსაცმლის მაღაზიებში, ტექნიკის მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, ოფისებში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში და ა.შ.

ღონისძიებიების უსაფრთხოება

ჩვენ უზრუნველვყოფთ სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბების ღონისძიებათა უსაფრთხოებას. ეს სერვისი გულისხმობს ივენთის მხარდაჭერას ცოცხალი დაცვით, მეტალის დეტექტორებით, ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოკონტროლის სისტემებით. ღონისძიებაზე სერვისის მორგება ხდება ინდივიდუალურად, საჭიროებების, მასშტაბების, შინაარსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ნებისმიერი ხასიათის, ქრონომეტრაჟის და მოცულობის ღონისძიება, როგორიცაა: კონცერტი, კონფერენცია, კერძო წვეულება, გახსნის და დახურვის ცერემონიები, ფესტივალი, გამოფენა, სპორტული ღონისძიებები, საქველმოქმედო ღონისძიებები, სადღესასწაულო ბაზრობები და სხვა.

კონტაქტი

კონტაქტი

ჩვენი მისამართი

პეკინის გამზირი 5

ელ-ფოსტა

info@idsecurity.ge

დაგვიკავშირდით

+995 514 090 444

შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა